კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მონაცემების შენახვა და გამოყენება


Twink.ge_ს მომხმარებელთა მონაცემები გროვდება და ინახება ვებსერვერზე ე.წ. ლოგების სახით. მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის, ასევე, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება ვებ-გვერდზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.

„ანალიტიკური სერვისი“ (Google Analytics)


ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)


ჩვენ ვებ-გვერდზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. „მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და ვებგვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.